top of page
საინფორმაციო პორტალი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 
UniMed.png
ჩვენ შესახებ
UniMed თანამედროვე, სტუდენტზე მორგებული პორტალია, რომელიც აერთიანებს ისეთ მასალებს, რომელთა საშუალებითაც მედიცინის სპეციალობის სტუდენტებს მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება შეეძლებათ - მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად. გვერდი მიზნად ისახავს სამედიცინო განათლების მიღების გზაზე მყოფი სტუდენტებისთვის ისეთი ინფორმაციების მიწოდებას, რომელიც მოიცავს როგორც პროგრამულ და დამატებით სახელმძღვანელოებს, მათ შორის სამედიცინო ატლასებს სხვადასხვა ენაზე და სხვა, ისე იმ ტიპის მასალებს, რომელიც ვერ იქნება ბეჭდური სახით (სხვადასხვა ტიპის ხმიანობა, აუსკულტაცია). 
UniMed  საგანმანათლებლო გვერდია მედიცინის სპეციალობის სტუდენტებისთვის. გვერდზე ატვირთული ინფორმაციები განკუთვნილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ მოდულებზე არის განსაკუთრებული მოთხოვნები და უსაფრთხოების ზომები მიღებული პირადი ინფორმაციის თანდართვის გამო. 
გვერდის ვიზიტორს სხვადასხვა ინფორმაციის სანახავად სჭირდება რეგისტრაცია. სტუდენტებისთვის შესაძლებელია შემდეგი ინფორმაცის ნახვა:
  • სასწავლო მასალები - თსუ მედიცინის ფაკულტეზე არსებული სახელმძღვანელოები კურსების შესაბამისად. სტუდენტებს საშუალება აქვთ გადმოწერონ მასალები სასწავლო მიზნით. 

  • დამატებითი მასალა - ეს მოდული სტუდენტებს ეხმარება მიიღონ დამატებითი თეორიული ცოდნა სხვა ლიტერატურიდან, მათ შორის ქართული და უცხოური მასალიდან

  • სტუდენტებისთვის - მოდული განკუთვნილია სტუდენტებისთვის, მასში ჩატვირთულია ყველა ის მასალა, რომელიც სტუდენტს დაეხმარება რეალისტური და სამართლიანი გამოცდის წინ მოსამზადებლად

  • ინფორმაციები - თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია მათ პედაგოგებთან კონტაქტი. მოდულში ჩატვირთულია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სტუდენტს დაეხმარება პედაგოგთან მარტივად დაკავშირებაში. მოდულში ასევე არის კონკრეტული კურსის სემესტრული სასწავლო ცხრილიც.

  • სხვა - UniMed მუდმივად განახლებადი გვერდია და მასში მუდმივად ხდება ახალი მოდულების ჩატვირთვა. საიტი მიზნად ისახავს სტუდენტების განათლების ხარისხის ზრდას. გვერდი მისი შინაარსით წარმოადგენს დამოუკიდებელ ობიექტს და მას არ აქვს კავშირი საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

UniMed ფუნქციონირებს 2021 წლიდან

bottom of page