ზოგადი დებულებები
-
UniMed აერთიანებს ისეთ მასალებს, რომელთა საშუალებითაც მედიცინის სპეციალობის სტუდენტებს მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება შეეძლებათ - მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად. გვერდი მიზნად ისახავს სამედიცინო განათლების მიღების გზაზე მყოფი სტუდენტებისთვის ისეთი ინფორმაციების მიწოდებას, რომელიც მოიცავს როგორც პროგრამულ და დამატებით სახელმძღვანელოებს, მათ შორის სამედიცინო ატლასებს როგორც ქართულად, ისე სხვა უცხო ენებზე.
-
UniMed საგანმანათლებლო გვერდია მედიცინის სპეციალობის სტუდენტებისთვის. გვერდზე ატვირთული ინფორმაციები განკუთვნილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ მოდულებზე არის განსაკუთრებული მოთხოვნები და უსაფრთხოების ზომები მიღებული პირადი ინფორმაციის თანდართვის გამო.
-
გვერდის ვიზიტორს სხვადასხვა ინფორმაციის სანახავად სჭირდება რეგისტრაცია. გვერდზე სტუდენტისთვის შესაძლებელია შემდეგი ინფორმაცის ნახვა:
-
სასწავლო მასალები - თსუ მედიცინის ფაკულტეზე არსებული სახელმძღვანელოები კურსების შესაბამისად. სტუდენტებს საშუალება აქვთ გადმოწერონ მასალები Google Drive-დან სასწავლო მიზნით. სასწავლო მასალების პორტალზე - Google Drive ატვირთვა არ არის გამოყენებული, როგორც ბოროტი განზრახვა
-
დამატებითი მასალა - მედიცინის სპეციალობის ნებისმიერ სტუდენტს აქვს საშუალება ამ მოდულის გამოყენებით შეისწავლოს ანატომია სრულყოფილად. მოდულზე ატვირთულია ადამიანის ნორმალური ანატომიის ატლასები (სინელნიკოვი, სობბოტა, ნეტტერი, გრეი და სხვა), რომლებშიც სრულყოფილად არის შესაძლებელი ადამიანის ანატომიის სრულყოფილად აღქმა. ჰისტოლოგია - სხვა უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის, ანატომიისა და ზოგადი ქირურგიის წიგნები, რომლებიც ცოდნის შევსების საშუალებას იძლევიან.
-
სტუდენტებისთვის - ეს მოდული განკუთვნილია სტუდენტებისთვის, მასში ჩატვირთულია ყველა ის მასალა, რომელიც სტუდენტს დაეხმარება რეალისტური და სამართლიანი გამოცდის წინ მოსამზადებლად
-
ინფორმაციები - თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია მათ პედაგოგებთან კონტაქტი. მოდულში ჩატვირთულია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სტუდენტს დაეხმარება პედაგოგთან მარტივად დაკავშირებაში. მოდულში ასევე არის კონკრეტული კურსის სემესტრული სასწავლო ცხრილიც.
-
ეკგ, პროპედევტიკა, ფარმაკოლოგია, ლათინური - მედიცინის სპეციალობის სტუდენტებისთვის აუცილებელია როგორც თეორია, ასევე სხვადასხვა უნარების შეძენა. ამ მიზნით ამ მოდულში ატვირთულია ელექტროკარდიოგრამის სხვადასხვა ფორმები როგორც ნორმის, ისე პათოლოგიურ მდგომარეობაში. სხვადასხვა ხმიანობები პალპაციისას და პერკუსიისას, ლათინური ტერმინების სწორად წარმოთქმნის წესები და ასე შემდეგ
-
ვებგვერდზე ინფორმაიები განახლებადია და მიზნად ისახავს სტუდენტების განათლების ხარისხის ზრდას. გვერდი მისი შინაარსით წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს და მას არ აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
UniMed მოქმედებს 2021 წლიდან და ემსახურება 1000-მდე სტუდენტს. ვებგვერდის ნახვების რაოდენობა აჭარბებს 100 000 ნახვას.